ინგრედიენტები:
მოხარშული კარტოფილი - 4 ც.
მოხარშული ძეხვი - 150 გ
მაგარი ყველი - 100 გ
კვერცხი - 2 ც.
ფქვილი - 1 ს.კ.
მწვანე ხახვი
მარილი
პილპილი
მომზადება:
გახეხეთ სახეხზე კარტოფილი, ყველი და ძეხვი. დაამატეთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. გააკეთეთ კატლეტები და ამოავლეთ ფქვილში. შეწვით ტაფაში ზეთზე ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!