ინგრედიენტები:
საქონლის ხორცის რბილობი - 800 გ
სოიოს სოუსი - 100 გ
ხახვი - 1 ც.
მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.
თაფლი - 1 ს.კ.
ძმარი - 1 ს.კ.
კამა
პილპილი, მარილი
მომზადება:
ხორცი გარეცხეთ და გაამშრალეთ. დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
მარინადისთვის: აურიეთ ერთმანეთში სოიოს სოუსი, ძმარი, ზეთი, თაფლი, პილპილი და მარილი. ჩააწყეთეთ მარინადში ხორცის ნაჭრები და დატოვეთ დასამარინადებლად - რაც მეტი, მით უკეთესი (მინიმუმ 1 საათით).
ხახვი დაჭერით ცოტა სქელ რგოლებად. შემდეგ დააწყეთ ფოლგაზე, რომელიც გადააფარეთ ღუმელის ფორმას. ხახვის ზემოდან დადეთ მარინადიდან ამოღებული ხორცი და დააფარეთ ისევ ფოლგით.
შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 საათის განმავლობაში. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა.
გემრიელად მიირთვით!