Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=813 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/813 0 არომატული ბრინჯი სტაფილოთი 2016-11-25 00:00:00 2016-11-25 00:00:00

ინგრედიენტები:

გრძელი ბრინჯი - 1,5 ჭიქა

მდუღარე წყალი - 2,25 ჭიქა

სტაფილო (საშუალო ზომის)- 3-4 ც.

ნიორი - 2-3 კბილი

ხახვი - 1 ც.

კარაქი - 25 გ

ზირა - 1-2 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.

მარილი - 1,5-2 ჩ.კ.

პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

1. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

2. განიერ ტაფაში სქელი ძირით გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კარაქი და სწრაფად მოშუშეთ ნიორი 20-30 წამის განმავლობაში, მაშინვე დაამატეთ ხახვი და ზირა და კარგად აურიეთ. მოშუშეთ 1 წუთი მუდმივი მორევით. დაამატეთ სტაფილო და, მუდმივი მორევით, შუშეთ 2-3 წუთი. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და კარგად აურიეთ.

3. დაამატეთ მდუღარე წყალი, მარილი, პილპილი და დააცადეთ სითხეს ადუღდეს. დაუწიეთ ცეცხლს და დაახურეთ ტაფას თავსახური. ამზადეთ 10 წუთის განმავლობაში: თავსახური არ მოხადოთ და ბრინჯს არ მოურიოთ. გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ ტაფა ქურაზე კიდევ 10-15 წუთი. შემდეგ მოხადეთ თავსახური და ჩანგლით ფრთხილად გააფხვიერეთ ბრინჯი. ცოტა ხნით დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში (რომ ბრინჯმა „ისუნთქოს“), შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მიიტანეთ სუფრასთან.