საჭირო მასალა:
125 გ შავი შოკოლადი
125 რძიანი შოკოლადი
100 გ რძე
200 გ სქელი ნაღები
2 კვერცხის გული
4 კვერცხის ცილა
მომზადება:
შოკოლადი დავამტვრიოთ და გავადნოთ წყლიან ჭურჭელში. დავამატოთ რძე და ვურიოთ მანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. ცოტა შევაგრილოთ და ავურიოთ ათქვეფილი კვერცხის გულები, შემდეგ ათქვეფილი კვერცხის ცილა და გავაციოთ.
ავთქვიფოთ ნაღები, ავურიოთ შოკოლადს და თავდახურული შევდგათ მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში. შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადით.