საჭირო მასალა:
რძე- 300მგ
შაქარი- 150 გ
კვერცხი-3 ცალი
ვანილის შაქარი- 1 შეკვრა
ალუბალი- 700 გ
შაქრის პუდრა
მომზადება:
1. მიქსერით ერთმანეთში აურიეთ რძე, კვერცხი, ვანილი, ფქვილი და მარილი.
2. ცომის ერთი ნაწილი მოათავსეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე სამი წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ ღუმელიდან ფორმაზევე თანაბრად დავალაგოთ ალუბლები, ზემოდან კი მოვაყაროთ შაქარი. გადავაფაროთ თავზე ცომის მეორე ნაწილი და ვაცხოთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. მზა ნამცხვარს თავზე მოაყარეთ შაქრის პურდა.