Gurmania.ge Gurmania.ge 2026-01-13 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=793 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/793 0 შოკოლადის ბლინები - აღტაცების გარეშე არავის დატოვებს! 2016-11-16 00:00:00 2016-11-16 00:00:00

ინგრედიენტები:

შაქარი - 2 ს.კ.

რძე - 3 ს.კ.

ფქვილი - 300 გ

კაკაო - 2 ს.კ.

კვერცხი - 3 ც.

მცენარეული ზეთი - 2-3 ს.კ.

მარილი - მწიკვი

მომზადება:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, დაამატეთ მწიკვი მარილი. შემდეგ დაამატეთ 1 ჭიქა რძე და ისევ ათქვიფეთ. დაამატეთ ფქვილი, კარგად ათქვიფეთ, რომ არ იყოს კოშტები. არ შეაჩეროთ თქვეფა და ნელ-ნელა დაამატეთ დანარჩენი რძე. ცომი გამოდის თხევადი.

ცომის მესამედი გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში. დარჩენილ ნაწილს დაამატეთ კაკაო და საგულდაგულოდ აურიეთ ცომის ერთგვაროვნამდე.

კარგად გააცხელეთ ტაფა, დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი. დაასხით ცომის დაახლოებით ნახევარი ჩამჩა და გაანაწილეთ მთელ ტაფაზე. ოდნავ შებრაწეთ. ჩაის კოვზით ბლინებზე გააკეთეთ ნებისმიერი მოხატულობა. შემდეგ გადააბრუნეთ ბლინი და შებრაწეთ მეორე მხრიდან. გადმოიღეთ ბლინი ტაფიდან და დაკეცეთ მოხატულობით ზევით.

გემრიელად მიირთვით!