Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=792 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/792 0 ქათამი ბროკოლით და სოკოთი სოუსში - იდეალური შეხამება! 2016-11-16 00:00:00 2016-11-16 00:00:00

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 0,5 კგ

ბროკოლი - 0,5 კგ

სოკო - 250 გ

მარილი

პილპილი

კარაქი შესაწვავად - 3 ს.კ.

სოუსისთვის:

ნიორი - 3 კბილი

ჯინჯერი - 1 ს.კ.

კუნჟუტის ან ზეითუნის ზეთი - 2 ჩ.კ.

სოიოს სოუსი - 1/3 ჭიქა

შაქარი - 1 ს.კ.

ქათმის ბულიონი - 1 ჭიქა

ფქვილი - ¼ ჭიქა

მომზადება:

1. საშუალო ცეცხლზე დიდ ტაფაში დაამატეთ 1 ს.კ. კარაქი. როცა კარაქი გადნება, დაამატეთ კუბებად დაჭრილი ქათამი, დააყარეთ მარილი და პილპილი. შეწვით მზადყოფნამდე.

2. მომზადებული ქათმის ხორცი გადმოიღეთ და იმავე ტაფაში დაამატეთ 1 ს.კ. კარაქი და სოკო. როცა სოკო დაიწყებს დარბილებას, დაამატეთ ბროკოლი და მოშუშეთ მზადყოფნამდე.

3. გადაიღეთ მოშუშული სოკო და ბროკოლი და იმავე ტაფაში დაამატეთ კიდევ 1 ს.კ. კარაქი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ჯინჯერი და მოშუშეთ, სანამ არ გაუჩნდება არომატი.

4. დაამატეთ სოუსის ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.

5. შემდეგ დაამატეთ ქათმის ხორცი და ბოსტნეული (ბროკოლი და სოკო) და მიიყვანეთ დუღილამდე.

6. კერძი შეიძლება მიირთვათ ცალკე ან გარნირის სახით ბრინჯთან და მაკარონთან.

გემრიელად მიირთვით!