ინგრედიენტები:
ნიგოზი- 130 გ
ფქვილი - 130 გ
კვერცხი - 4 ც.
შაქარი - 200 გ
კარაქი - 130 გ
მარილი - მწიკვი
რომი ან არაყი (უმჯობესია ჭანჭურის) - 30 მლ
მომზადება:
კარაქი გაადნეთ. ნიგოზი დააბლენდერეთ არ ისე წვრილად. გაცერით ფქვილი და გადაურიეთ შაქარსა და მარილს. დაამატეთ კვერცხი, გამდნარი კარაქი და ნიგოზი. დაამატეთ რომი ან არაყი. მოზილეთ ცომი და გადაიღეთ ფორმაში, რომელსაც წინასწარ წაუსვით ცხიმი. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!