საჭირო მასალა:
საქონლის ხორცი - 500 გრ
ერბო ან კარაქი - 100 გრ
ვაზის ფოთოლი - 300 გრ
მაწონი -1 ქილა
ბრინჯი - 100 გრ
ხახვი -2 თავი
კამა - 2 ძირი
ქინძი, ოხრახუში - 4-4 ძირი
წიწაკა და მარილი - გემოვნებით
მომზადება:
ვაზის ფოთლებს მოაჭერით ყუნწები, დათუთქეთ მდუღარე მარილწყალში და გადაიტანეთ საწურზე წყალი რომ გაუვიდეს. საქონლის რბილი ხორცი დაჭერით და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან, ნიორთან და მწვანილთან ერთად. დაკეპილ ხორცს დაუმატეთ მარილი, პილპილი, დამბალი ბრინჯი და კარგად აზილეთ.
გაზავებული ხორცი შეახვიეთ ვაზის ფოთოლში და მჭიდროდ ჩააწყვეთ ქვაბში. დაასხით ერბონარევი წყალი ისე, რომ ფარავდეს და დადგით მოსახარშად. როცა ხორცი მოიხარშება, ტოლმა ამოალაგეთ ლანგარზე.
ქვაბში დარჩენილ ნახარშში ათქვიფეთ მაწონი ან არაჟანი და გადაასხით ტოლმას. სურვილისამებრ, ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.