Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=776 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/776 0 შებრაწული ღორის ბეჭის მომზადების საუკეთესო წესი 2016-11-10 00:00:00 2016-11-10 00:00:00

ინგრედიენტები:

ღორის ბეჭი

ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.

დაჭრილი ნიორი - 3 ს.კ.

მარილი და პლპილი

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე.

საშუალო ზომის ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი, ნიორი, მარილი და პილპილი. საკონდიტრო ფუნჯით წაუსვით ნაზავი მთელ ხორცს.

შედგით გახურებულ ღუმელში და ბრაწეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაუწიეთ ტემპერატურას 160 გრადუსამდე. გააგრძელეთ შებრაწვა 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ღორის ხორცი ღუმელიდან და დატოვეთ 30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!