Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=77 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/77 0 ყავის უგემრიელესი სუფლე ნაღებით 2016-01-08 00:00:00 2016-01-08 00:00:00

საჭირო მასალა:

ხსნადი ყავა- 3 ს/კ

მდუღარე წყალი- 3ს/კ

ცივი წყალი- 0,25 ჭიქა

შაქარი- 100გ

კვერცხი- 4 ცალი

30 %-იანი ნაღები- 2 ჭიქა

მომზადება:

ხსნადი ყავა გავხსნათ მდუღარე წყალში.

შაქარს დავასხათ ცივი წყალი და მოვადუღოთ ვაჟინი.

კვერცხის გული ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ შაქრის სიროპს და ვადუღოთ გასქელებამდე. შემდეგ ჩავამატოთ ყავა.

ნაღები კარგად გავთქვიფოთ და შევურიოთ დანარჩენ ინგრედიენტებს. მიღებული მასა ჩავასხათ სასურველ ფორმებში ან ჭიქებში და შევდგათ მაცივარში.