ინგრედიენტები:
მანდარინი - 1 კგ
ფორთოხალი - 1 ც.
შაქარი - 1 კგ
წყალი - 1 ჭიქა
დაფქული ჯინჯერი - 2 ჩ.კ.
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
მომზადება:
მანდარინსა და ფორთოხალს მოაცილეთ კანი და დაყავით წილაკებზე. დაასხით 1 ჭიქა წყალი და დატოვეთ 8 საათით. შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და დაამატეთ დაფქული ჯინჯერი. როცა ადუღდება, ხარშეთ 1,5 საათი მუდმივი მორევით. დაამატეთ შაქარი და ვანილი და ხარშეთ კიდევ 1,5 საათი. გადაიღეთ სტერილიზებულ ქილებში და დახუფეთ.