Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=761 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/761 0 უგემრიელესი და უმარტივესი შაქრის პეჩენია ხრაშუნა კარამელის ქერქით 2016-11-03 00:00:00 2016-11-03 00:00:00

ინგრედიენტები:

ფენოვანი ცომის 1 ფენა (თუ გაყინულია გაალღვეთ)

ყავისფერი შაქარი - 1 ჭიქა

კარაქი - 60 გ

მომზადება:

1. ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსამდე.

2. ცომს ფუნჯით თანაბრად წაუსვით გამდნარი კარაქის ნახევარი.

3. შაქრის ნახევარი თანაბრად მოაყარეთ ცომს ზემოდან.

4. საგორავით გააბრტყელეთ შაქრიანი ცომი მართკუთხედად.

5. გადააბრუნეთ გაბრტყელებული ცომი და იგივე გაიმეორეთ კარაქთან და შაქართან.

6. მოკლე გვერდებიდან დაწყებული, ორივე მხრიდან მჭიდროდ დაახვიეთ ცომი შუა ნაწილისკენ.

7. შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 30 წუთით.

8. მოაშორეთ საკვები ცელოფანი.

9. მოაჭერით ცომს არასწორი ბოლოები და შემდეგ დაჭერით 1,5 სმ რგოლებად. (უნდა გამოიყურებოდეს, როგორც გული).

10. დააწყეთ პეჩენიები ღუმელის ტაფაზე, რომელზეც გადაფარებულია პერგამენტის ქაღალდი, დაახლოებით 2 სმ დაშორებით ერთმანეთისგან.

11. გამოაცხეთ 15 წუთის განმავლობაში, დროდადრო მუდმივად გადააბრუნეთ ხან ერთ მხარეს, ხან მეორე, სანამ შაქარი არ დაკარამელდება და პეჩენია არ გახდება ოქროსფერ-ყავისფერი.

გემრიელად მიირთვით!