Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=750 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/750 0 ნაზი პეჩენია კვერცხის გულებზე 2016-10-29 00:00:00 2016-10-29 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 200 გ

კვერცხის გული - 4 ც.

შაქარი - 1 ს.კ.

ცივი კარაქი - 2 ს.კ.

არაჟანი - 2 ს.კ.

½ ლიმონის ცედრა

ვანილის შაქარი - გემოვნებით

შაქარი მოსაყრელად

მომზადება:

ჯამში გაცერით ფქვილი ისე, რომ მიიღოთ პატარა გორაკი. გააკეთეთ ჩაღრმავება.

ჩააწყეთ კარაქის ნაჭრები, არაჟანი, შაქარი, კვერცხის გულები და ლიმონის ცედრა.

მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი. ცომის ნაჭრებისგან გააკეთეთ ჟგუტები და მოახვიეთ კრენდელებად (როგორც ნაჩვენებია ფოტოზე). ამოავლეთ პეჩენიები შაქარში და დააწყეთ ღუმელის ტაფაზე. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.

გემრიელად მიირთვით!