Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=748 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/748 0 არომატული ფორთოხლის კექსი ქიშმიშით 2016-10-28 00:00:00 2016-10-28 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 0,5 ჭიქა

ფორთოხალი - 1 ც.

კვერცხი - 3 ც.

შაქარი - 3/4 ჭიქა

ქიშმიში - ½ ჭიქა

ვანილი - გემოვნებით

სოდა - 1 ჩ.კ.

მომზადება:

ფორთოხალი კანიანად ჩადეთ პატარა ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, გადაასხით წყალი და გააციეთ ფორთოხალი.

ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუსამდე. ღუმელის ფორმას წაუსვით ცხიმი და გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი.

კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ შაქართან თეთრ ჰაეროვან მასამდე. თანდათან დაამატეთ ფქვილი, სოდა და ვანილი.

ფორთოხალი დაჭერით და დააბლენდერეთ კანიანად. ფორთოხლის პიურე დაამატეთ ცომში. გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში ამოავლეთ ფქვილში და სულ ბოლოს დაამატეთ ცომში.

ცომი გადაიღეთ ღუმელის ფორმაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.მზადყოფნა შეამოწმეთ ასანთის ღერით. როცა კექსი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!