Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=745 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/745 0 დაბალკალორიული და გემრიელი ტირამისუ 2016-10-27 00:00:00 2016-10-27 00:00:00

ინგრედიენტები:

ცილა - 5 ც.

შვრიის ქატო - 150 გ

სოდა - 3 გ

უცხიმო ხაჭო - 300 გ

ყავა - 5 გ

შაქარი - 1 ჩ.კ. ან გემოვნებით

მომზადება:

ათქვიფეთ 3 ცილა, თანდათან დაამატეთ დაფქული შვრიის ქატო.

გადაიღეთ ღუმელის ფორმაზე და გადაუსწორეთ ზედაპირი. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

ათქვიფეთ 2 კვერცხი. დაამატეთ ხაჭო და აურიეთ.

გამომცხვარი კვერისგან ამოჭერით პეჩენიები და სათითაოდ მთლიანად ჩაუშვით რამდენიმე წამით ხსნად ყავაში და შემდეგ გადაიღეთ ჭიქაში. ფენებს შორის წაუსვით ხაჭოს კრემი. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. სურვილისამებრ ზემოდან მოასხით კაკაო ან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!