ინგრედიენტები:
ქათმის ღვიძლი - 0,5 კგ
ფქვილი - 2+1 ს.კ.
არაჟანი - 150 გ
ნიგოზი - 1/3 ჭიქა
ნიორი - 2-3 კბილი
მწვანილი - 1 ს.კ.
კარაქი ან ზეთი - 100 გ
მარილი
ხმელი სუნელი
მომზადება:
ღვიძლი გარეცხეთ, დააყარეთ მარილი, ხმელი სუნელი და
შემდეგ ამოავლეთ ფქვილში. შეწვით კარაქში ან ზეთში.
ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიორი დაჭყლიტეთ და ოდნავ მოშუშეთ. დაამატეთ ნიგოზი და ისევ მოშუშეთ 3 წუთის განმავლობაში, თან დროდადრო ურიეთ.
არაჟანი და ფქვილი გადაურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ
ნიგოზში. თუ სოუსი სქელი გამოვიდა, გააზავეთ ბულიონით ან წყლით. დააყარეთ მარილი, ხნელი
სუნელი. აადუღეთ სოუსი და ჩააწყეთ ქათმის ღვიძლი. დააფარეთ თავსახური და მოშუშეთ დაბალ
ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. ბოლოს დააყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!