Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=74 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/74 0 ტირამისუ ანანასით 2016-01-08 00:00:00 2016-01-08 00:00:00

საჭირო მასალა:

ყველი მასკარპონე- 150გ

შაქარი - 50გ

კვერცხი - 2 ცალი

სავოიარდის ორცხობილა - 100-200გ

პატარა ანანასი - 1 ცალი

ქოქოსის ლიქიორი - 100 მგ

ქოქოსის ფანტელები - მოსართავად

კაკაო - მოსართავად

მომზადება:

1. ანანასი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად

2. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად, სანამ თეთრ მასას არ მიიღებთ. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ მასკარპონე.

3. კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ და შემდეგ ნელ-ნელა ჩაუმატეთ მასკარპონეიან მასას.

4. ორცხობილები დაალბეთ ქოქოსის ლიქიორში. დაალაგეთ სასურველ ფორმაში ან ჭიქაშია.

ზემოდან წაუსვით კრემი და მოაწყვეთ ანანასის კუბები. შემდეგ ისევ ორცხობილები დაალაგეთ, ისევ კრემი და ანანასის კუბები. სანამ სტუმრებს გაუმასპინძლდებით, დესერტი მინიმუმ 6 საათის განმავლობაში შედგით მაცივარში.

სუფრაზე მიტანამდე დესერტი მორთეთ კაკაოს ფხვნილით და ქოქოსის ფანტელებით.