ინგრედიენტები:
მდნარი ყველი - 2 ც.
კარტოფილი - 4-5 ც. (საშუალო ზომის)
სტაფილო - 2 ც.
წყალი - 1,5-2 ლ
ხახვი - 1 ც.
მწვანილი - 1 კონა
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
1. აადუღეთ წყალი, ჩადეთ ბოსტნეული და ხარშეთ ჩვეულებრივ საშუალო ცეცხლზე.
2. 5-10 წუთით ადრე მზადყოფნამდე დაამატეთ მდნარი ყველი, მაშინვე მოურიეთ, რომ ყველი თანაბრად გადნეს, კოშტების გარეშე.
3. გამორთეთ სუპი და დატოვეთ დასაყენებლად 10-15 წუთი. დაამატეთ მწვანილი და მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!