ინგრედიენტები:
ბრინჯი - 400 გ
თევზის ფილე - 500 გ
კარაქი - 80 გ
ხახვი - 1 ც.
თეთრი ღვინო - 1 ს.კ.
ბულიონი - 1 ლ
დაკონსერვებული ბარდა - 100 გ
ბულგარული წიწაკა - 2 ც. (წითელი და მწვანე)
გახეხილი ყველი - 80 გ
მომზადება:
კარაქის ნორმა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სანამ არ გახდება ოქროსფერი. დაამატეთ გარეცხილი და გამშრალი ბრინჯი და ისევ მოშუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ღვინო, აცადეთ დაშრობა და ხარშეთ ბრინჯი, სანამ არ დარბილდება. დროდადრო დაამატეთ ცოტ-ცოტა ბულიონი. დააყარეთ მარილი და პილპილი.
თევზის ფილე დაჭერით საშუალო ნაჭრებად და შეწვით კარაქის მეორე ნაწილში. მზადების ბოლოს, როცა თევზი თითქმის მზად იქნება, დაამატეთ გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა.
შემდეგ გადაურიეთ ერთმანეთში თევზი და რიზოტო და მოშუშეთ კიდევ 15 წუთი. გამზადებული კერძი გადაიღეთ ღრმა ჯამში, რომელიც დაასველეთ ცხელი წყლით, გადაასწორეთ ხის ნიჩბით ზედაპირი და შემდეგ გადააბრუნეთ ჯამი გაცხელებულ ლანგარზე. ზემოდან დააყარეთ გახეხილი ყველი და სუფრაზე მიტანის წინ გადაურიეთ მწვანე ბარდა.
გემრიელად მიირთვით!