Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=714 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/714 0 ნამცხვარი „ბაუნტი“ 2016-10-13 00:00:00 2016-10-13 00:00:00

ინგრედიენტები:

ბისკვიტის ცომი:

კვერცხი - 4 ც.

ფქვილი - 80 გ

კაკაო - 20 გ

სახამებელი - 20 გ

შაქარი - 120 გ

0,5 ჩ.კ. სოდა

შიგთავსი:

ქოქოსის ფანტელი - 250 გ

შაქარი - 200 გ

მანანის ბურღული - 6-7 ს.კ.

რძე - 500 მლ

კარაქი - 200 გ

ვანილი

ნამცხვრის მოსართავად:

რძე - 150 მლ

ათქვეფილი ნაღები

კაკაო

მომზადება:

ბისკვიტისთვის: გაცერით ფქვილი, დაამატეთ სახამებელი, კაკაო და სოდა. აურიეთ. ათქვიფეთ ცილები 2 ს.კ. შაქართან ისე, რომ გადმობრუნებისას ქაფი გაჩერდეს. კვერცხის გულები ათქვიფეთ 3 ს.კ. შაქართან, რომ გამოვიდეს ფაფუკი ჰაეროვანი მასა და ფრთხილად დაამატეთ ცილებთან. საცერის დახმარებით დაამატეთ ფქვილი და აურიეთ ერთგვაროვნამდე.

ფორმებს კარგად წაუსვით ზეთი, ჩააწყეთ მათში 1,5-1,5 ს.კ. ცომი და გადაუსწორეთ ზედაპირი.

გამოაცხეთ ცხელ ღუმელში მზადყოფნამდე.

შიგთავსისთვის: აადუღეთ რძე და მოხარშეთ მანანის ბურღული, დაამატეთ ვანილი. კარგად ათქვიფეთ, რომ არ იყოს კოშტები.

კარაქი ათქვიფეთ შაქართან, სანამ არ მიიღებს თეთრ ფერს, და დაამატეთ ოდნავ გაციებული მანანის ფაფა. ათქვიფეთ მიქსერით და თანდათან დაამატეთ ქოქოსის ფანტელი. შედგით მაცივარში.

აიღეთ 2-2 ს.კ. შიგთავსი და დაადეთ გაციებულ ბისკვიტს. დააბრტყელეთ ზემოდან მეორე ბისკვიტით და ნაზად წაუსვით გვერდებზე ის კრემი, რომელიც გამოჟონა.

ნამცხვარს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი ნაღები და მოაყარეთ კაკაო.

გემრიელად მიირთვით!