ინგრედიენტები:
პომიდორი - 5 კგ
ბულგარული წიწაკა - 5 კგ
მზესუმზირის ზეთი - 0,5 ლ
შაქარი - 0,5 კგ
მარილი - 5 ს.კ.
ძმარი 9% - 150 მლ
მომზადება:
ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, მოაცილეთ თესლი და დაჭერით. პომიდორი გარეცხეთ, მოაშორეთ ნაყოფის ყუნწი და დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
ჩააწყეთ მომზადებული ბოსტნეული ემალირებულ ქვაბში ან ჯამში და დაამატეთ ზეთი, მარილი, შაქარი და ძმარი. მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთი.
გადაიღეთ ლეჩო სტერილიზებულ ქილებში და დახუფეთ სტერილიზებული თავსახურებით.