ინგრედიენტები:
სტაფილო - 1 ც.
შაქარი - 150 გ
კარაქი - 100 გ
სოდა - 1/3 ჩ.კ.
ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
ფქვილი - 350 გ
მომზადება:
დარბილებული კარაქი გასრისეთ შაქართან ერთად. დაამატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, სოდა ლიმონის წვენთან ერთად, გაცრილი ფქვილი. მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი. ღუმელის ტაფას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომისგან გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები და დააბრტყელეთ. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!