ინგრედიენტები:
ფქვილი - 200 გ
კარაქი - 100 გ
შაქარი - 200 გ
კვერცხი - 2 ც.
სოდა - 1 ჩ.კ.
ხაჭო 9% - 500 გ
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
სუშჩონი - 0,5 ქილა
ცხიმიანი არაჟანი - 4 ს.კ.
შავი შოკოლადი - 50 გ
მომზადება:
ნარევი 1: აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, 90 გ შაქარი, სოდა და კარაქი. გამოვა ნამცეცოვანი ნარევი.
ნარევი 2: აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, ხაჭო, 105 გ შაქარი, ვანილის შაქარი და ათქვიფეთ ერთგვაროვნამდე.
ფორმას (25 სმ დიაგონალი) გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი. ნარევი 1 გაყავით 3 ნაწილად, ნარევი 2 კი - 2 ნაწილად. ნარევები ფორმაში მოათავსეთ რიგრიგობით, დაიწყეთ ნარევი 1-ით და მისითვე დაამთავრეთ.
გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
არაჟანი გადაურიეთ სგუშჩონის. შოკოლადი გაადნეთ.
გამომცხვარი ვატრუშკა გამოიღეთ ღუმელიდან და მოასხით სგუშჩონიანი არაჟანი, ასევე ზემოდან მოასხით შოკოლადი. სურვილისამებრ კბილის სჩიჩქნით შეიძლება რაიმე მოახატოთ. როცა გაცივდება, შედგით მაცივარში 1-2 საათით და მხოლოდ მაცივრიდან გამოღების შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
გემრიელად მიირთვით!