Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=703 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/703 0 შებრაწული ორაგული ლიმონით 2016-10-08 00:00:00 2016-10-08 00:00:00

ინგრედიენტები:

ორაგულის სტეიკი - 1 ც.

ლიმონის რამდენიმე ნაჭერი

სურნელოვანი შავი წიწაკის ბურთულები

გამხმარი რეჰანი

მომზადება:

თევზი გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. ყველა მხრიდან დააყარეთ მარილი.

დააწყეთ ფოლგაზე, დააყარეთ სურნელოვანი შავი წიწაკის ბურთულები, რეჰანი და ლიმონის ნაჭრები. შეახვიეთ ფოლგაში და შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. შებრაწეთ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. მთავარია არ გადააჭარბოთ, რომ არ გამოვიდეს მშრალი.

გემრიელად მიირთვით!