ინგრედიენტები:
ფქვილი - 1,5 ჭიქა
გარგარის ან ქლიავის ჯემი - 4 ს.კ.
მზა ფენოვანი ცომი - 250 გ
შაქარი - 3 ს.კ.
მანდარინი - 4 ც.
ზეთი ტაფის მოსასმელად
კრემი საბაიონისთვის:
შაქრის პუდრი - 100 გ
კვერცხის გული - 4 ც.
სადესერტო ღვინო - 180 მლ
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ტაფას წაუსვით ზეთი. ცომი გააბრტყელეთ თხლად ღუმელის ტაფის ზომაზე. დადეთ ტაფაზე და ზემოდან მოაყარეთ ფქვილისა და 1 ს.კ. შაქრის ნარევი. მანდარინი გაფცქვენით, დაყავით წილაკებზე და დააწყეთ ცომზე.
2. ცომის ნარჩენებისგან გააკეთეთ წვრილი ზოლები და დადეთ მანდარინის რიგებს შორის. დააყარეთ დარჩენილი შაქარი და შედგით ღუმელში 30 წუთით. როცა პეროგი გაცივდება, წაუსვით ჯემი.
3. მოამზადეთ კრემი: გადაურიეთ ერთმანეთში კვერცხის გულები, ღვინო და შაქარი და დადგით წყლის აბაზანაზე. 10 წუთის განმავლობაში თქვიფეთ ხელის სათქვეფით, სანამ ნარევი არ გასქელდება. გადმოიღეთ ჯამი წყლის აბაზანიდან და ათქვიფეთ კიდევ 3 წუთი. კრემი მზადაა. პეროგი დაჭერით ნაჭრებად და მირთმევის წინ წაუსვით კრემი საბაიონი.
გემრიელად მიირთვით!