ინგრედიენტები:
შოკოლადი 70-95% - 200 გ
კარაქი - 100 გ
კაკაოს ფხვნილი - 20 გ
შაქარი - 150 გ
კვერცხი - 3 ც.
ფქვილი - 100 გ
უკურკო ალუბალი - 300 გ (ალუბლის ნაცვლად შეიძლება დაამატოთ ნიგოზი)
მომზადება:
გაადნეთ შოკოლადი და კარაქი. დაამატეთ შაქარი და კაკაო. კარგად აურიეთ. დაამატეთ კვერცხი და ისევ აურიეთ. დაამატეთ ალუბალი (ან ნიგოზი), აურიეთ. დაამატეთ ფქვილი (ფქვილი შეიძლება დასჭირდეს ცოტათი მეტი ან ნაკლები). ფორმას (დაახლოებით 20 x 20) წაუსვით კარაქი და გადაიღეთ ცომი. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.