Gurmania.ge Gurmania.ge 2026-01-13 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=695 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/695 0 ფორთოხლის ნაზი პეროგი 2016-10-05 00:00:00 2016-10-05 00:00:00

ინგრედიენტები:

ფორთოხალი - 2-3 ც.

ფქვილი - 1,5 ჭიქა

კვერცხი - 2 ც.

შაქარი - 1 ჭიქა

ვანილის შაქარი - 1 პაკეტი

კარაქი - 100 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

კეფირი - 1 ჭიქა

მომზადება:

დარბილებული კარაქი გასრისეთ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და გადაიღეთ კარაქის მასაში, ისევ ოდნავ ათქვიფეთ. დაამატეთ კეფირი და საგულდაგულოდ აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, სოდა და მიქსერით ათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე.

ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიღეთ მასში ცომი. ზემოდან გაანაწილეთ წინასწარ დაჭრილი ფორთოხლის წილაკები. შემდეგ შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით. მზადყოფნა შეამოწმეთ ასანთის ღერით. გააციეთ, ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!