ინგრედიენტები:
ყაბაყი - 1 ც.
კარტოფილი - 2 ც.
კვერცხი - 1 ც.
ფქვილი - 2 ს.კ. (სავსე არა)
მარილი, პილპილი - გემოვნებით
არაჟანი - მისართმევად
მომზადება:
1. ყაბაყი და კარტოფილი გარეცხეთ, გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. გაწურეთ (თუ არ გაწურავთ, იქნება წყლიანი). ბოსტნეულს დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.
2. შეწვით გახურებულ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან. მიირთვით არაჟნით.
გემრიელად მიირთვით!