Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=689 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/689 0 ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტი 2016-10-03 00:00:00 2016-10-03 00:00:00

ინგრედიენტები:

ყვავილოვანი კომბოსტო - 250 გ

ხახვი - 1 ც.

„გერკულესი“ – ¼ ჭიქა

ფქვილი - 1 ს.კ.

ლიმონი - 1 ნაჭერი

საფანელი - 1,2 ჭიქა

ზეთი - 30 გ

მარილი, სანელებლები - გემოვნებით

მომზადება:

1. ყვავილოვანი კომბოსტო დაყავით ყვავილედებზე, ჩააწყეთ მარილიან მდუღარე წყალში, ლიმონის დამატებით, და ხარშეთ 5 წუთი.

2. გერკულესს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. ხახვი წვრილად დაჭერით.

3. მას შემდეგ რაც კომბოსტო მოიხარშება და გაცივდება, ის უნდა წვრილად დაჭრათ. ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში კომბოსტო, გერკულესი, ხახვი, ფქვილი, მარილი, სანელებლები და მოზილეთ ფარში.

4. ფარშისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით საშუალო ცეცხლზე 2-2 წუთი ყოველი მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!