Gurmania.ge Gurmania.ge 2026-02-27 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=685 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/685 0 ნიგვზის ტორტი ფქვილისა და კარაქის გარეშე 2016-09-30 00:00:00 2016-09-30 00:00:00

ინგრედიენტები:

კვერცხი - 3 ც.

ნიგოზი ან მიწის თხილი - 200 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

შაქარი - 80 გ

კრემი:

მოხარშული „სგუშჩონი“ ათქვეფილი 200 გ კარაქთან ან გამდნარი შოკოლადი.

მომზადება:

ნიგოზი ან მიწის თხილი წვრილად დაჭერით და გადაურიეთ კვერცხს, შაქარსა და სოდას. ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. გამოაცხეთ გახურებულ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააციეთ დაახლოებით 3-5 წუთი.

გაჭერით 2 ნაწილად და ფენებს შორის წაუსვით კრემი. შემდეგ კრემი გაანაწილეთ ნამცხვრის ზედაპირზე და ბოლოს მოაყარეთ ნიგოზი ან მიწის თხილი.

გემრიელად მიირთვით!