Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=68 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/68 0 ქათამი ალუბლის სოუსით ყველა ქალბატონმა უნდა მოამზადოს 2016-01-05 00:00:00 2016-01-05 00:00:00

საჭირო მასალა:

ქათამი- 1 ცალი

კარაქი- 100 გ

წითელი, ნახევრადტკბილი ღვინო - 1 ჭიქა

სახამებელი- 2ჩ/კ

კურკაგამოცლილი ალუბალი- 1,5 ჭიქა

მარილი, პილპილი- გემოვნებით

მომზადება:

ქათმს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვათავსოთ კარაქიან ტაფაზე და შევდგათ წინასწარ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 50 წუთი.

შემწვარი ქათამი დავჭრათ ნაჭრებად და დავაწყოთ განიერ თეფშზე.

ტაფაში დარჩენილი ცხიმი გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ ღვინო და დავდგათ ნელ ცეცხლზე.

სახამებელი გავხსნათ 2 სუფრის კოვზ წყალში და ჩავამატოთ ქვაბში, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ჩავამატოთ სოუსს ალუბალი, 40 გრამი კარაქი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. შემწვარ ქათამს მოვასხათ ალუბლის სოუსი და მივიტანოთ სუფრასთან.