ინგრედიენტები:
ფორთოხალი ან მსხვილი მანდარინი - 5-7 ც.
ალუბლის კომპოტი - 500 მლ
შაქარი - 100 გ
ჟელატინი - 25 გ
მომზადება:
ჟელატინი დაალბეთ 150 გ ცივ ანადუღარ წყალში და დატოვეთ გაჯირჯვებამდე (დაახლოებით 30 წუთიდან 1 საათამდე).
ფორთოხალი ან მანდარინი გარეცხეთ და გაყავით შუაზე. მოაცილეთ რბილობი.
ალუბლის კომპოტში დაამატეთ შაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ ჟელატინი და ისევ მიიყვანეთ დუღილამდე (მაგრამ არ აადუღოთ). გადადგით ცეცხლიდან და გააციეთ.
შემდეგ გაანაწილეთ ფორთოხლის ან მანდარინის ქერქის „ფორმებში“. შედგით მაცივარში 6-7 საათით. სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით წილაკებზე.