Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=652 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/652 0 ორაგული მარინადში აღმოსავლურად 2016-09-17 00:00:00 2016-09-17 00:00:00

ინგრედიენტები:

ორაგულის ან კალმახის ფილე კანისა და ფხის გარეშე - 400 გ

წყალი - 150 გ

ყურძნის ან ვაშლის ძმარი - 100 მლ

შაქარი - 100 გ

მიხაკი - 6 ც.

სურნელოვანი წიწაკის ბურთულები - 6 ც.

პილპილი - გემოვნებით

მარილი - 1 ჩ.კ.

ახალი ჯინჯერი (იმბირი) – 1 ს.კ. (სურვილისამებრ)

ხახვი - 1 საშუალო თავი

მომზადება:

1. გააკეთეთ მარინადი: მოცემული ინგრედიენტები (ხახვისა და ჯინჯერის გარდა) გადაურიეთ ერთმანეთში. მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება, დაამატეთ ნახევარრგოლებათ დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი იმბირი.

2. თევზი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით მარინადი და შედგით მაცივარში 24 საათით. გემრიელად მიირთვით!