Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=636 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/636 0 საქონლის ხორცი შავი ქლიავით 2016-09-10 00:00:00 2016-09-10 00:00:00

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცის რბილობი - 600 გ

შავი ქლიავი - 1 მუჭა (შეიძლება ჩირიც)

ხახვი - 200 -250 გ

მოზრდილი სტაფილო - 1 ც.

მარილი გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო გახეხეთ, ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებათ. მოშუშეთ ცოტაოდენ წყალში საშუალო ცეცხლზე თავდახურულ ქვაბში.

ხორცი დაჭერით და დაამატეთ ქვაბში. შემდეგ დაამატეთ შავი ქლიავი, დაასხით ½ ჭიქა ადუღებული წყალი, დააყარეთ მარილი და მოშუშეთ, სანამ ხორცი არ მოიხარშება.