Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=633 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/633 0 ქათმის ფრთა კეფირში 2016-09-09 00:00:00 2016-09-09 00:00:00

ინგრედიენტები:

ქათმის ფრთა - 1 კგ

კეფირი - 250 მლ

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით

მწვანილი - 1 კონა

ხახვი - 2-3 ც.

მომზადება:

1. ქათმის ხორცი ნაზი და ნაჯერი გამოდის რძის მჟავის წყალობით, რომელიც კეფირშია. კეფირში დაამატეთ მარილი და პილპილი. ხახვი დაჭერით რგოლებად, მწვანილი კი დატოვეთ მთლიანი, რათა შემდგომში ადვილად ამოიღოთ მარინადიდან. ფრთებს შორის ჩადეთ დაჭრილი ხახვი და მწვანილი.

2. ფრთებს მოასხით კეფირი და დატოვეთ 3-4 საათით.

3. შემდეგ ამოიღეთ ფრთა კეფირის მარინადიდან და სურვილისამებრ შებრაწეთ ან შამფურზე, ან ღუმელში. მზადყოფნა ისინჯება ფერით და წვენით. თუ წვენი გამჭირვალეა, ესე იგი ფრთა მზად არის.