Gurmania.ge Gurmania.ge 2021-12-08 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=629 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/629 0 ძროხის ხორცი ღვინის სოუსში 2016-09-07 00:00:00 2016-09-07 00:00:00

ინგრედიენტები:

ძროხის ხორცი - 800 გ

წითელი ღვინო - 200 მლ

ტომატის პასტა - 3 ს.კ.

ხახვი - 2 ც.

ნიორი - 3 კბილი

დაფნის ფოთოლი - 2 ც.

ბაჰარი (შავი წიწაკის ბურთულები)- 3-4 ც.

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

კარაქი - შესაწვავად

მომზადება:

1. ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად.

2. ძროხის ხორცი დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

3. ტაფაზე კარაქში შეწვით ხორცი ორივე მხრიდან.

4. ხორცს დააყარეთ ხახვი.

5. აურიეთ ერთმანეთში ტომატის პასტა და წითელი ღვინო და მოასხით ხორცს. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარი, წიწაკა და მარილი.

6. მოშუშეთ ხორცი დაბალ ცეცხლზე 2-3 საათის განმავლობაში.

7. წვრილად დაჭერით ნიორი და დაამატეთ კერძში მზადყოფნამდე 5 წუთით ადრე.

ხორცი შეიძლება მიიტანოთ სუფრასთან კარტოფილთან, მოშუშულ ან ახალ ბოსტნეულთან ერთად.