Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=626 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/626 0 ხარჩო მწვანე ტყემლით 2016-09-06 00:00:00 2016-09-06 00:00:00

ინგრედიენტები:

ძვლიანი ხორცის მოზრდილი ნაჭერი

ხახვი - 1 დიდი თავი

ბრინჯი - 2 ს.კ.

ნიორი - 2 კბილი

ნიგოზი - 100 გ (ოდნავ მოხალეთ მშრალ ტაფაზე)

კარტოფილი - 1 ც.

ქინძი - 1 კონა

ხმელი სუნელი - 1 ს.კ.

მარილი, პილპილი

მწარე წიწაკა (სურვილისამებრ)

მწვანე ტყემალი - 100 გ

მომზადება:

1. მოხარშეთ ბულიონი და, როგორც კი მზად იქნება, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და კარტოფილი. ხარშეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე.

2. დაამატეთ ბრინჯი, მწარე წიწაკა და ხმელი სუნელი. ბლენდერში გაატარეთ მწვანილი, ნიგოზი, ნიორი და ტყემალი. როგორც კი ბრინჯი თითქმის მზად იქნება, დაამატეთ ბულიონში ნაზავი. დააყარეთ გემოვნებით მარილი და პილპილი. ადუღეთ კიდევ 2 წუთი, გადმოდგით ქურიდან, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ არა ნაკლებ ნახევარი საათით.