Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=618 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/618 0 ქათამი ბადრიჯნით ჩინურად 2016-09-01 00:00:00 2016-09-01 00:00:00

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 900 გ

სოიოს სოუსი - 60 მლ

წყალი - 60 მლ

ვაშლის ძმარი - 60 მლ

შაქარი - 3 ს.კ.

იმბირი - 1 ს.კ.

კუნჟუტი - 1 ჩ.კ.

სიმინდის სახამებელი - 2 ჩ.კ.

ნიორი - 3 კბილი

ბადრიჯანი - 800 გ

მომზადება:

1. დაჭერით ქათმის ფილე ზოლებად, ბადრიჯანი - გრძელ ნაჭრებად.

2. გააცხელეთ ტაფა ზეთით. შეწვით ქათამი ძლიერ ცეცხლზე. გადმოდგით.

3. ტაფაში, სადაც მზადდებოდა ქათამი, დაამატეთ ბადრიჯანი, გახეხილი იმბირი, ნიორი და წყალი. მიიყვანეთ დუღილამდე. ცოტა დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ თავსახური. მოშუშეთ სითხის აორთქლებამდე და ბადრიჯნის მზადყოფნამდე. არ დაგავიწყდეთ მორევა.

4. ჯამში აურიეთ ერთმანეთში სოიოს სოუსი, ვაშლის ძმარი, კუნჟუტი, სახამებელი და შაქარი.

5. ბადრიჯანს დაამატეთ ქათამი. დაასხით მომზადებული სოუსი და დადგით ძლიერ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს. ურიეთ, სანამ სოუსი არ გასქელდება.

6. ეგზოტიკური კერძი მზადაა. გარნირის სახით მოუხდება როგორც ბრინჯი, ასევე ლაფშა.