ინგრედიენტები:
მწვანე ლობიო - 200 გ
ლორი - 100 გ
კვერცხი - 2 ც.
პომიდორი - 1-2 ც.
მწვანე ხახვი - 2-3 ც.
ბულგარულო წიწაკა - 0,5 ც.
მარილი, პილპილი
კარაქი - 2 ს.კ.
მომზადება:
1. წინასწარ მოხარშეთ მწვანე ლობიო.
2. ტაფაზე კარაქში შეწვით ლორი.
3. დაამატეთ მწვანე ლობიო, ბულგარული წიწაკა და მწვანე ხახვი, მოშუშეთ 2-3 წუთი.
4. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, მოშუშეთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
5. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად.
6. მოასხით ბოსტნეულს და კარგად აურიეთ, რომ თანაბრად განაწილდეს ყველგან, მოშუშეთ კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში.