Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=607 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/607 0 ბუჟეჟინა 2016-08-24 00:00:00 2016-08-24 00:00:00

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი - 1,1 კგ

მარილი - 1,5-2 ჩ.კ.

შაქარი - 1 ჩ.კ.

სახამებელი - 1 ს.კ.

სანელებლები

ნიორი - 6-7 კბილი

მომზადება:

1. მოამზადეთ სანელებლების ნარევი: აურიეთ 1 ს.კ. სახამებელი, 1-1 ჩ.კ. პილპილი, გამხმარი რეჰანი, ქინძი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, 1,5-2 ჩ.კ. მარილი.

2. რამდენიმე ადგილას ჩაჭერით ხორცი და ჩაალაგეთ ნიორი და სანელებლების ნარევი. ხორცი გაახვიეთ ფოლგაში, კარგად მოუჭირეთ თავი.

3. მოათავსეთ ცხობის ფორმაში და შედგით მთელი ღამით მაცივარში.

4. შემდეგ ფოლგა გახვრიტეთ 2-3 ადგილას, შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და შებრაწეთ 1-1 საათი და 10 წუთის განმავლობაში.

5. გამზადებული ბუჟენინა გამოიღეთ ფოლგიდან, გააციეთ და დაჭერით.