Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=605 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/605 0 როგორ მოვამზადოთ ხაჭო სახლის პირობებში 2016-08-23 00:00:00 2016-08-23 00:00:00

ინგრედიენტები:

რძე 3,2% - 2 ლ

კეფირი 3.2% - 2 ლ

მომზადება:

1. რძე თითქმის დუღილამდე მიიყვანეთ, დაამატეთ კეფირი. როგორც კი მასა გახაჭოვდება, გადმოდგით ცეცხლიდან. მასა არ უნდა იდუღოს. გააციეთ და გაწურეთ.

2. შემდეგ ხაჭო გადაიღეთ მარლაში და რამდენიმე საათი დატოვეთ, რომ კარგად დაიწრიტოს. რაც უფრო მეტ ხანს იმყოფება მასე ხაჭო, მით უფრო მშრალი და ფხვიერი გამოდის.

სასარგებლო რჩევა: რძე და კეფირი შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ცხიმიანობის. იმისათვის, რომ ხაჭო გამოვიდეს ნაზი, საჭიროა გამოიყენოთ ყველაზე ცხიმიანი რძე და კეფირი.