ინგრედიენტები:
ნებისმიერი ნაყინი - 1 კგ
მცენარეული ზეთი - 400 გ
ტკბილი სიმინდის ფანტელი - 250 გ
მსხვილი კვერცხი - 1 ც.
გარგარის მურაბა (ან სხვა ნებისმიერი) - 15 ს.კ.
მომზადება:
ნაყინისგან გააკეთეთ ბურთულები და ძალიან გაყინეთ. კვერცხი ათქვიფეთ ქაფში. სიმინდის ფანტელი დააქუცმაცეთ. ნაყინის გაყინული ბურთულა ჩაუშვით ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ სიმინდის ფანტელში და ამოავლეთ ყველა მხრიდან. ასე გაიმეორეთ 3-ჯერ. ამოვლებული ბურთულა მოათავსეთ საყინულეში.
ზეთი გააცხელეთ. გაყინული ნაყინი ჩაუშვით ზეთში და შეწვით. დააწყეთ შემწვარი ნაყინი თეფშზე და მოასხით გარგარის მურაბა.