Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=598 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/598 0 საზაფხულო მინესტრონე სასანელებლო მწვანილით 2016-08-19 00:00:00 2016-08-19 00:00:00

ინგრედიენტები:

ბროკოლი - 1 საშუალო ზომის

რეჰანი და ოხრახუში - 1-1კონა

ნიახურის ღეროები - 200 გ

1 ლიმონის ცედრა

ლიმონის წვენი - 1-2 ჩ.კ.

მიწის თხილი - 100 გ

ვერმიშელი - 150 გ

ყვავილოვანი კომბოსტო - 1 საშუალო ზომის

ზეითუნის ზეთი, მარილი

ხახვი - 1 დიდი თავი

ნიორი - 1 კბილი

ქორფა საშუალო ზომის სტაფილო - 4 ც.

მომზადება:

1. დააცალკავეთ მწვანილის ფოთლები და ღეროები. ღეროები შეკარით ძაფით, ჩაუშვით ქვაბში და დაამატეთ 2 ლ ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე.

2. როცა ადუღდება, ხარშეთ კიდევ 10-15 წუთი, შემდეგ გადმოდგით და ამოიღეთ ღეროების კონა. სხვა ქვაბში გააცხელეთ 2-3 ს.კ. ზეთი, სტაფილო დააბლენდერეთ და ჩაუშვით ქვაბში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიახური და ხახვი, აურიეთ და მოშუშეთ 5 წუთი.

3. დაამატეთ ღეროების ცხელი ნახარში. ისევ წამოადუღეთ, დაამატეთ მსხვილად დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი და მოშუშეთ 2 წუთი. უყავით მარილი, დაამატეთ ვერმიშელი და მოხარშეთ ის ნახევრად მზადყოფნამდე.

4. გადმოდგით წვნიანი და 10 წუთით დატოვეთ დასაყენებლად. მოამზადეთ პესტო: ბლენდერში მოათავსეთ რეჰანისა და ოხრახუშის ფოთლები, დააყარეთ მარილი და დაფქვით „ტურბოს“ რეჟიმში. დაამატეთ ლიმონის წვენი, ცედრა და მიწის თხილი და ისევ დაფქვით.

5. ბლენდერში დაამატეთ ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი და აურიეთ. მინესტრონე დაასხით თეფშებზე, თითოეულში დაამატეთ 1 ჩ.კ. პესტო და მიირთვით.