ინგრედიენტები:
1 კგ რბილი ნესვი
1 კგ შაქარი
50 გ ყავისფერი შაქარი
500 მლ წყალი
0,5 ლიმონის წვენი
ვანილი
მომზადება:
1. ნესვი დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
2. ყავისფერი შაქრისა და წყლისგან მოხარშეთ სიროფი. გადმოდგით და 10-15 წუთით ჩადეთ მასში ნესვის ნაჭრები.
3. შემდეგ დაამატეთ შაქარი და ლიმონის წვენი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ჯემი საჭირო კონსისტენციამდე. სულ ბოლოს დაამატეთ ვანილი. მომზადებული ჯემი გადაიღეთ ქილებში. დახუფეთ და გადააბრუნეთ ქილები სრულ გაციებამდე.