Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=587 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/587 0 ჭინჭრის წვნიანი ხორბლის ბურღულით 2016-08-12 00:00:00 2016-08-12 00:00:00

ინგრედიენტები:

ჭინჭარი - 200 გ

ხახვი - 1 ც.

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.

კარტოფილი (საშუალო) – 1 ც.

ხორბლის ბურღული - 2 ს.კ.

მარილი, წიწაკა - გემოვნებით

ოხრახუში, კამა - 1-1 კონა

მომზადება:

1. ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი და მოშუშული ხახვი, დაჭრილი კარტოფილი, ხორბლის ბურღული და მოხარშეთ ბურღულის მზადყოფნამდე.

2. ჭამამდე 15 წუთით ადრე დაამატეთ გარეცხილი და დაჭრილი ქორფა ჭინჭარი. მიიყვანეთ დუღილამდე და გამორთეთ. გამზადებულ წვნიანს მოაყარეთ მწვანილი, მარილი და წიწაკა.