Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=584 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/584 0 ესპანური რატატუი 2016-08-11 00:00:00 2016-08-11 00:00:00

ინგრედიენტები:

გოგრა - 300 გ

ბადრიჯანი - 2-3 ც.

ბულგარული წიწაკა - 1-2 ც.

ხახვი - 3 ც.

ნიორი 4-5 კბილი

როზმარინი - 1 ღერო

ზეითუნის ზეთი

მარილი და პილპილი

მომზადება:

1. გოგრის რბილობი გაასუფთავეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ასევე დაჭერით ბადრიჯანი. დაჭერით ბულგარული წიწაკა. ხახვი დაჭერით რგოლებად. ნიორი არ დაჭრათ, დატოვეთ მთლიანი კბილები.

2. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და 2-3 წუთის განმავლობაში მოშუშეთ ხახვი და ნიორი. დაამატეთ გოგრა, 2-3 წუთის შემდეგ კი - ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა. მოშუშეთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება, დაახლოებით 20 წუთი. სრულ მზადყოფნამდე ცოტა ადრე დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და როზმარინი. ბოლოს უყავით მარილი და პილპილი.