ინგრედიენტები:
ნიახურის ფესვი - 1 ც.
ხახვი - 4 ც.
სტაფილო - 4 ც.
პომიდორი - 5 ც.
ბულგარული წიწაკა - 2 ც.
მწვანე ლობიო - 400 გ
კომბოსტო - 500 გ
ტომატის წვენი - 1.5 ლ
მომზადება:
ნიახურის ფესვი და ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად, სტაფილო და ბულგარული წიწაკა კი - ჩხირებად. წვრილად დაჭერით კომბოსტო, დატეხეთ მწვანე ლობიო და დაჭერით პომიდორი. ყველაფერი გადაიღეთ ქვაბში და დაასხით ტომატის წვენი ისე, რომ ბოსტნეული მთლიანად დაიფაროს (შეიძლება წყლის დამატება). ქვაბს დაახურეთ თავსახური და დადგით ცეცხლზე. იმის შემდეგ, რაც სუპი ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და მოშუშეთ მზადყოფნამდე.