Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=57 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/57 0 ჩანახი თიხის ქოთანში 2016-01-04 00:00:00 2016-01-04 00:00:00

საჭირო მასალა:

ცხვრის ხორცი- 800 გრ

პომიდორი- 500 გრ

ბადრიჯანი- 6 ცალი

ნიორი- 1 პატარა თავი

ხახვი- 200 გრ

რეჰანი, ოხრახუში- თითო კონა

კარტოფილი- 2 ცალი

მარილი- გემოვნებით

მომზადება:

ჩანახი თიხის ქოთანში კეთდება (თუ საშუალება გაქვთ ყოველი ულუფა ცალკე თიხის ჯამში მოამზადეთ).

ქოთნის ფსკერზე დააწყვეთ თხლად დაჭრილი მსუქანი ხორცის მოზრდილი ნაჭრები. ზედ დაადეთ რამდენიმე ბადრიჯანი, რომლებიც დატენილი უნდა იყოს მარილმოყრილი დუმის ნაჭრებით, ნივრით, წვრილად დაჭრილი ხახვით, ოხრახუშითა და რეჰანით.

ზემოდან დაადეთ 2-3 ცალი საშუალო ზომის პომიდორი და სიგრძეზე ორად გაჭრილი კარტოფილი. კვლავ მოაყარეთ მარილი და შედგით ქურაში. ჯერ თავდახურულად ხარშეთ, შემდეგ - თავღიად. დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ ჩანახი მზად იქნება.