Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-17 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=567 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/567 0 არომატული ვაშლის მურაბა „კარამელის წილაკები“ 2016-08-02 00:00:00 2016-08-02 00:00:00

ინგრედიენტი:

ვაშლი „ანტონოვკა“- 2 კგ

შაქარი - 1,5 კგ

მწიკვი დარიჩინი

მომზადება:

გარეცხილ ვაშლს ამოაცალეთ გულები და დაჭერით 0,5-1 სმ სისქის წილაკებზე. ფენე-ფენა დააყარეთ შაქარი.

დატოვეთ 6-8 საათით, იმისათვის რომ ვაშლმა გაუშვას წვენი.

დადგით ქვაბი ვაშლით ცეცხლზე და გააცხელეთ, არ მოურიოთ, ჯობია უბრალოდ დროდადრო კოვზით ჩაძიროთ ვაშლები სიროფში. მიიყვანეთ დუღილამდე.

ადუღეღეთ არაუმეტეს 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააციეთ. დატოვეთ 8-12 საათით და შემდეგ ისევ გააცხელეთ. ასე უნდა გააკეთოთ 3-4-ჯერ. არომატისთვის მურაბას დაამატეთ დარიჩინი. მდუღარე მურაბა გადაიღეთ გამზადებულ სტერილიზებულ ქილებში და დახუფეთ. ქილები გადააბრუნეთ სახურავზე და დატოვეთ გასაციებლად.